გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 15 ნოემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოდან კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს. მათი ინფორმაციით, 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დღის საათებში ტემპერატურა +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 ნოემბერს გამოიდარებს და ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.

16 ნოემბერს თოვლი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონშიცაა ნავარაუდევი. სინოპტიკოსების ცნობით, აღოსავლეთ საქართელოში ზოგან იწვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

რაც შეეხება 17-18 ნოემბერს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს დასავლეთ ნაწილში გამოიდარებს და თბილი და უნალექო ამინდი იქნება, აღოსავლეთ საქართველოში კი მოიღრულბლება, აცივდება და ცალკეულ რაიონში ნალექი, ღამით კი უმეტესად თოვლი და ნისლი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +3, +8-მდე დაიკლებს.