კარდაშიანები რომ საკუთარ თავზე ხუმრობას არ თაკილობენ და ეს მშვენივრადაც გამოსდით, ცნობილი ამბავია. ამჯერად, ინტერნეტსივრცეში კიმ კარდაშიანის რეპლიკა აიტაცეს.

კიმი თავისი ახლო მეგობრის, საიმონ ჰაკის, ქორწილს ესწრებოდა. როცა ცერემონიაზე მისი სიტყვით გამოსვლის ჯერი მოვიდა, იგი სცენისკენ გაემართა და საიმონისკენ მიტრიალდა.

"ცოტათი დაბნეული ვიყავი, რადგან თვითონაც ვერაფერი ვერ გავუგე ქორწინებას", — იხუმრა კარდაშიანმა, რითიც თავის გაშორებებზე მიანიშნა. ხუმრობას სტუმრების ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, — "ამიტომ, წარმოდგენა არ მაქვს, მეგობრებო, დღეს რა რჩევას მოგცემთ. თუმცა, ბევრი რამ ვისწავლე და რაღაც რჩევები მაინც მაქვს თქვენთვის".

კიმის უპირველესი რჩევა კი უხერხული საქორწინო ფოტოების თავიდან აცილება იყო.

"კოცნისთვის გვერდზე გადით, რათა ფოტოებში მიმტანი არ აღმოჩნდეს", — ურჩია კიმმა მეგობარს, — "ეს ყველა ფოტოს აფუჭებს, ფოტოები კი ხანდახან ერთადერთია, რაც გრჩება".

ფოტო: Tracy Romulus / Instagram

კარდაშიანი სამჯერ იყო დაქორწინებული: დეიმონ თომასზე 2000 წლიდან 2004 წლამდე, მოგვიანებით, კრის ჰემფრისზე 2011 წელს — ეს უკანასკნელი სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა — ბოლოს კი კანიე ვესტზე 2014 წლიდან. ვესტთან გაშორება კარდაშიანმა ამ წლის დასაწყისში გადაწყვიტა.

რაც შეეხება ჰაკს, იგი წლებია, კარდაშიანების ოჯახის მეგობარია და მათ რეალითი შოუშიც არაერთხელ გამოჩენილა. თავის პარტნიორს, ფილ რიპორტელას, მან ხელი გასულ წელს სთხოვა.

ქორწილის შემდეგ, ჰაკმა ყველა სტუმარს გადაუხადა მადლობა.

"სკოლის მეგობრები, რომლებთანაც ათწლეულია, არ მილაპარაკია, შორეული ნათესავები და ბარისტა, რომელსაც დილის 6-ის ნახევარზე შევხვდი — ყველა თქვენგანის მოსვლა ძალიან სასიამოვნო იყო. უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის", — დაწერა ახალდაქორწინებულმა.