ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში 206,7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ. ეს მონაცემი გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 13,7%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით კი, საქართველოში 1,9 მილირდი დოლარია გადმორიცხული. ამ შემთხვევაში წლიური ზრდა 26,1%-ია.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი მივიღეთ:

  1. რუსეთის ფედერაცია — $36,3 მილიონი, ზრდა გასული წლის იმავე თვესთან — 3%;
  2. იტალია — $33 მილიონი, ზრდა — 20%;
  3. აშშ — $23,7 მილიონი, ზრდა — 12%;
  4. საბერძნეთი — $19,2 მილიონი, კლება — 3%;
  5. ისრაელი — $15,3 მილიონი, ზრდა — 11%;
  6. გერმანია — $10,9 მილიონი, ზრდა — 38%;
  7. თურქეთი — $8,6 მილიონი, კლება —15%;
  8. ყაზახეთი — $7,4 მილიონი, ზრდა — 306%;
  9. უკრაინა — $7,3 მილიონი, კლება —33%;
  10. აზერბაიჯანი — $7,1 მილიონი, ზრდა — 33%.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 30,3 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი თანხა რუსეთსა ($7,9 მილიონი) და თურქეთში ($7,5 მილიონი) გაიგზავნა.