ევროვიზია 2022-ზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს. ამის შესახებ სულ ახლახან შევიტყვეთ, თუმცა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი წლის ევროვიზიაზე მუსიკალური ჯგუფი წარადგენდა. გადაწყვეტილება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მიიღო განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე.
"ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს", — აცხადებს ჯგუფი საკუთარ იუთუბარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, — "მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში".
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2022 წლის ევროვიზიისთვის ორიგინალური კონცეფცია შეიქმნა, ამ კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილი კი ისაა, რომ ჯგუფის წევრების ვინაობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს გაიმართება იტალიის ქალაქ ტურინში. იტალიამ კონკურსის მასპინძლობის უფლება წელს მოიპოვა, როცა როკჯგუფმა Måneskin ქვეყანას მესამე გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მოგების შემდეგ ბენდი ასევე წარმატებით აღმოჩნდა მსოფლიო სცენაზე. არაერთი ქვეყნის ჩარტებში მოწინავე პოზიციების დაკავებასთან ერთად, Måneskin მიიწვიეს პოპულარულ ამერიკულ შოუებშიც.
ევროვიზიის კონკურსზე მონაწილეობის 13-ჯერ მიღების შემდეგ, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა Eldrine აიღო. 2021 წელს ზედიზედ უკვე მეოთხედ, ქვეყანამ ნახევარფინალური ტურიდან ფინალში გადასვლა ვერ შეძლო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები