ნაციონალური მოძრაობის წევრი 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

შიმშილობა დაიწყეს აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.

"დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, სანამ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე", — განაცხადა კირკიტაძემ.

დეპუტატები შიმშილობას პარლამენტში აპირებენ და სთხოვეს საკანონმდებლო ორგანოს ადგილის გამოყოფა. პარლამენტში უკვე მე-12 დღეა იმავე მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარიაც.