ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ უზარმაზარი ინსპირაცია ვიგრძენი — ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ უზარმაზარი ინსპირაცია იგრძნო და მისნაირი ადამიანები საქართველოს სჭირდება. მანვე აღნიშნა, რომ არ აქვს უფლება ვინმეს ეს მოუწოდოს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.
"ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ უზარმაზარი ინსპირაცია ვიგრძენი. თუმცაღა ვურჩიე, მე უფლება არა მაქვს ვინმეს ლექციები წავუკითხო, მაგრამ მინდოდა, რომ მას დაესრულებინა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", — განაცხადა ფოტიგამ.
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ისინი ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, რადგან სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებაა.
ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ ხელისუფლებას ევროპარლამენტარის საპატიმროში არშეშვების გამო. მათი განცხადებით, მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას.
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები