ევროპარლამენტში ჩემი და ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციას ექნება განსაკუთრებული ღირებულება — ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპარლამენტში შეაფასებენ და ევროპული დელეგაციის მიერ აქ მიღებული ინფორმაცია ღირებული იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ სურთ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ პარტნიორებს და მისი საქმე არ არის, რომელიმე მხარის მხარდაჭერა.
"მე უარი მეთქვა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ჩემ თავს გამოცდილ პიროვნებად ვთვლიდი და ძალიან კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში, არსებობს მრავალი ხმა — ანუ პატიმრების ახლობლები ძალიან ემოციურები არიან სიტუაციის შეფასებაში; მეორე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, მასაც გააჩნია ინტერესი იმაში, რომ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
ევროპის პარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ, ჩვენ შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ნამდვილად, ჩემს ინფორმაციას, ასევე ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციას, რომლებსაც ასევე უარი უთხრეს, ექნება განსაკუთრებული ღირებულება", — განაცხადა მან. [მთავარი არხის თარგმანი]
მანვე განაცხადა, რომ მიიღო იუსტიციის მინისტრის წერილი, სადაც რამდენიმე არგუმენტი იყო მოყვანილი. ფოტიგა ამბობს, რომ წერილს დეტალურად გაეცნობა და პასუხს შემდეგ გასცემს.
ფოტიგამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზეც და განაცხადა, რომ იდეალური არავინაა, მაგრამ ექსპრეზიდენტმა საქართველო გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე.
"მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა იყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ, რომ საქართველოში მიდიოდა გარდამავალი პროცესი. მე მახსოვს, რომ ჩემი პირველი განცხადება, რომელიც პირველად გავაკეთე ევროპის პარლამენტში, იყო საქართველოზე, იმიტომ, რომ შემძრა საქართველოს ხალხის ნებამ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო მოსახლეობის სურვილი, შეეცვალათ ქვეყანა.
დარწმუნებული ვარ რომ არავინ არ არის იდეალური, რომ მისი პრეზიდენტობა, ბევრმა ცვლილებამ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე, როგორც საინვესტიციო თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო მოთამაშეების ჩართულობის თვალსაზრისით", — განაცხადა მან.
კითხვაზე, რას ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს პირისპირ რომ შეხვედროდა, ფოტიგამ განაცხადა, რომ რთული კითხვაა და თქვა: "ბატონო მიხეილ, გაძლიერდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ისინი ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, რადგან სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებაა.
ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ ხელისუფლებას ევროპარლამენტარის საპატიმროში არშეშვების გამო. მათი განცხადებით, მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას.
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები