საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას არ ახსენდება, რომ ოდესმე ევროპარლამენტარისთვის უარი ეთქვათ საპატიმროში შესვლაზე და ეს ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება დღევანდელ ხელისუფლებას.

"მე არ მახსენდება, რომ ოდესმე ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვათ საპატიმროში შესვლაზე და პატიმართან შეხვედრაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ განაცხადა ქართულმა ოცნებამ, რომ ზურგს აქცევს ევროპას და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება დღევანდელ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ის გზავნილი, რასაც წაიღებს ქალბატონი ფოტიგა საქართველოდან ევროპაში, არის, რომ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირს, ევროპას უთხრა დღეს ძალიან ხმამაღლა, რომ არ არის მათთვის სანდო პარტნიორი და ამის შედეგებს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვნახავთ ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში", — განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვიდა. მას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოენახულებინა, თუმცა დღეს მან განაცხადა, რომ მას სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლაზე უარი უთხრეს.