თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.

დიდუბის მეტროს ლიანდაგებში რამდენიმე საათის წინ კაცი ჩავარდა, რის გამოც პირველ ხაზზე მოძრაობა შეზღუდული იყო. როგორც On.ge-ს სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მას ქვედა და ზედა კიდურების ტრავმა აქვს და გადაყვანილია საავადმყოფოში.