YouTube-მა ახალი განცხადხება გააკეთა. დღეიდან ვიდეოებზე დისლაიქების რაოდენობა აღარ გამოჩნდება. კომპანიის თქმით, გადაწყვეტილება პატარა არხებისა და კრეატორების დასაცავად მიიღეს. არხები ხშირად ხდებიან მასირებული, დაგეგმილი დილსაიქ შეტევების სამიზნეები. YouTube-ს სურს, რომ ამ ნაბიჯით კრეატორებსა და მომხმარებლებს შორის უფრო ჯანსაღი ურთიერთობები შექმნას. დისლაიქის ფუნქცია ისევ რჩება, მაგრამ მათ რაოდენობას საჯარაოდ ვეღარ ვნახავთ. ზუსტი რიცხვი მხოლოდ ვიდეოს მფლობელს ეცოდინება.

ეს ამბავი სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. YouTube-მა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ ისინი ამ ფუნქციას ტესტავდნენ. კრეატორებს შეეძლოთ თავიანთ ვიდეოებზე დისლაიქების რაოდენობა დაეფარათ. თუმცა, ფაქტი რომ დისლაიქების რაოდენობა ახლა აღარავისთან გამოჩნდება, საერთოდ სხვა სურათს გვაძლევს. ადამიანები ვიდეობის გახსნისთანავე ხედავდნენ დისლაიქების რაოდენობას, რითიც შეეძლოთ განესაზღვრათ, უნდოდათ თუ არა ამა თუ იმ ვიდეოს ნახვა. დღეიდან ამას ვეღარ შევძლებთ.

YouTube-ის თქმით, როცა ისინი ამ განახლებას ტესტავდნენ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანები დისლაიქის ღილაკს ნაკელბად ხმარობდნენ, კომენტარებში კი "I just came here to dislike"-ის დაწერა ბევრს ეზარება. მასირებული დისლაიქების კულტურა შეიძლება ისევ გაგრძელდეს, რადგან რიცხვის დაფარვის მიუხედავად დისლაიქების რაოდენობას ისევ ექნება გავლენა იუთუბის ალგორითმზე. ვიდეოების რეკომენდირებულ სექციაში მოსახვედრად ლაიქებისა და დისლაიქების რაოდენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. არხების მფლობელები დისლაიქების რაოდენობის შემოწმებას YouTube Studio-დან შეძლებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე