წყლის უძველესი ავზი ძვ.წ. 3000-1500 წლით თარიღდება და ის ინდის ველის ცივილიზაციის ხალხს ეკუთვნის. გამოდის, რომ წყლის ამ ფორმით მომარაგება კაცობრიობას, სულ მცირე, ამ დროიდან უნდა დაეწყო.

ძველად ადამიანები, ძირითადად, აგურით, ქვით, ხით, კერამიკითა და მეტალით ნაგებ ავზებში ინახავდნენ სუფთა თუ წვიმის წყალს. მარაგს შემდგომ დასალევად და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებდნენ. დახურული ავზებით წყალს დაბინძურებისგანაც იცავდნენ, რადგან მასში ხშირად ვრცელდებოდა ბაქტერიები და ის დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

უძველესი ავზები, დანიშნულების მიხედვით, იყო ღიაც და დახურულიც, აშენებდნენ მიწისქვეშ ან მიწის ზემოთ.

შუა საუკუნეებში ისინი სასახლეებისა და მონასტრების განუყოფელ ნაწილად იქცა. წყლის დიდი რაოდენობით მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასახლეებისა თუ ციხე-კოშკებისთვის ომიანობის დროს იყო. თუკი მათ მტერი ალყაში მოაქცევდა მაცხოვრებლებს საჭმლისა და წყლის საკმარისი მარაგი უნდა ჰქონოდათ.

ცხადია, მას შემდეგ ავზების დამზადებაში ბევრი რამ შეიცვალა და ადამიანმა ახალი მასალების გამოყენებაც დაიწყო. მაგალითად, დღეს ისინი ხშირად პოლიეთილენისგან იწარმოება. ამ მასალისა და მისი დამუშავების ახალი ტექნიკების მეშვეობით ერთდროულად გამძლე, მეტად ფუნქციური და გამოსაყენებლად თუ გადასატანად მოსახერხებელი ავზების დამზადებაა შესაძლებელი.

სწორედ პოლიეთილენის ასეთი ავზების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს კომპანია ნოვა. რაც მთავარია, ისინი მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მზადდება და თავსებადია საკვებ პროდუქტებთან. ეს ნიშნავს, რომ ავზში ჩასხმული წყალი თუ ნებისმიერი სითხე მასთან რეაქციაში არ შედის და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. ამის დამადასტურებლად ნოვას ავზებს ISO სერტიფიკატიც აქვთ. მათ ხშირად იყენებენ არათუ წყლის, არამედ ღვინის გადასატანად თუ შესანახადაც.

ნოვამ ავზების ქართული წარმოება 2014 წელს დაიწყო და მომხმარებელს თავიდანვე შესთავაზა მათი დიდი არჩევანი. დღეს 100-დან 10 000 ლიტრამდე ტევადობის, ცილინდრული, ვერტიკალური თუ პრიზმული ფორმის ავზებია ხელმისაწვდომი.