უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კრემლს აფრთხილებს, ახალი შეცდომა არ დაუშვას. ბლინკენის განცხადებით, რუსეთის განზრახვები გაურკვეველია, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოსკოვი მეზობლის წინააღმდეგ ახალი აგრესიის ჩადენით სერიოზულ შეცდომას დაუშვებს

"ჩვენთვის მოსკოვის განზრახვები გაურკვეველია, მაგრამ ვიცით მისი თამაშის წიგნი. ნებისმიერი ესკალაციური ან აგრესიული ქმედება შეერთებული შტატების დიდ შეშფოთებას გამოიწვევს", — თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 80 000-მდე რუსი ჯარისკაცი დარჩა რეგიონში მას შემდეგაც, რაც მოსკოვმა ნაწილობრივ უკან დახევის შესახებ გამოაცხადა.

გაიგე მეტი: