ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღეს გამართულ აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20 მათგანის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.

"46 ადამიანიდან, მინდა გითხრათ და ხაზი გავუსვა, კატეგორიულად მოვითხოვო ჩემი კოლეგების სახელით, ჩვენ ვართ ახლა პარლამენტის დეპუტატები, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად იმყოფება 20 ადამიანი. ჩვენ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი და უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონებში", — ამბობს დეკანოიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამართულ აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ.

გაიგე მეტი: