ახლახან ლონდონში რიდლი სკოტის ახალი გახმაურებული ფილმის — გუჩის სახლის პრემიერა შედგა. იტალიური მოდის სახლის შესახებ გადაღებული დრამის სანახავად მისულ ადამიანებს წითელ ხალიჩაზე უფრო დიდი სიურპრიზი — მომაჯადოებელი ლედი გაგა დახვდათ.

ფოტო: Getty Images

პრემიერაზე ლედი გაგა გუჩის იასამნისფერი კაბით გამოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა მშვენიერებამ თავად პრემიერაც კი გადაფარა.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

გუჩის სახლი, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა (პატრიცია რეჯიანი) და ოსკარის ორგზის ნომინანტი, ადამ დრაივერი (მაურიციო გუჩი), ასრულებენ, ცნობილი მოდის სახლის მმართველი ოჯახის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, კრიმინალური და ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

"სიყვარულის, ღალატის, დაცემის, შურისძიების და მკვლელობის 30-წლიანი დრამა" იმაზე ჰყვება, თუ რას ნიშნავს რეპუტაცია და რისი გაკეთება შეუძლია სახელგანთქმულ ოჯახს მის დასაცავად.

ფოტო: Getty Images

ფილმში ადამ დრაივერთან და ლედი გაგასთან ერთად სელმა ჰაიეკი, ჯარედ ლეტო, ჯერემი აირონი და ალ პაჩინო მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ფილმში ეპიზოდური როლი ქართველ მსახიობ ლუკა ჩიქოვანსაც აქვს.

ფოტო: Getty Images

ფილმის სცენარი ბეკი ჯონსტონსა და რობერტო ბენტივენას ეკუთვნის, ისტორია კი სარა გეი ფორდენის 2001 წლის წიგნს — გუჩის სახლი: მკვლელობის, შეშლილობის, მომხიბვლელობისა და სიხარბის ამბავს — ეფუძნება.

ფოტო: Getty Images

გუჩის სახლი კინოთეატრებში 24 ნოემბრიდან გამოვა. მანამდე კი ლედი გაგას მშვენიერებით ტკბობის შემდეგ, ტრეილერის ნახვა შეგიძლიათ: