ავსტრალიელი მეხანძრეები უკვე 29-ე წელია, საქველმოქმედო კალენდარს უშვებენ, სადაც უამრავ საყვარელ ცხოველს შეხვდებით. კალენდრის გაყიდვებით შემოსული თანხები, როგორც ყოველთვის, ცხოველებსა და ცხოველთა თავშესაფრების უზრუნველყოფას მოხმარდება.

კალენდრისთვის გადაღებულ ფოტოებში უამრავ საყვარელ ცხოველს შეხვდებით, თუმცა გულგრილი ვერც მეხანძრეების მიმართ დარჩებით, რომლებმაც საკუთარი საქმის საწინააღმდეგოდ, ფოტოებით ხანძარი გააჩაღეს.

1. მეხანძრეს ჩახუტებულ კოალას ვინ გაამტყუნებს?

ფოტო: Australian Firefighters Calendar

2. რთულია იმის გადაწყვეტა, თუ რომელი მათგანის ცქერით ტკბობა სჯობს

ფოტო: Australian Firefighters Calendar

3. ორმაგი ფოტოგენურობა

ფოტო: Australian Firefighters Calendar

4. ვფიქრობთ, კატაც კი შეყვარებულია

ფოტო: Australian Firefighters Calendar

5. ყველაზე მყუდრო ადგილი მეხანძრის მკლავებში იპოვა

ფოტო: Australian Firefighters Calendar

6. ამ მეხანძრის ღიმილი და ეს ციცქნა არსება დღის განწყობას შეგიქმნით

ფოტო: Australian Firefighters Calendar

7. ამ თვალებს ვერსად დაემალებით (ძაღლზე ვამბობთ)

ფოტო: Australian Firefighters Calendar

8. თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს თუ ეძებდით, შორს წასვლა არ მოგიწევთ

ფოტო: Australian Firefighters Calendar

9. ცუგას ბედნიერი სახის ნამდვილად არ გვიკვირს

ფოტო: Australian Firefighters Calendar

10. ერთადერთი არ ხართ, ვინც მოხიბლულია

ფოტო: Australian Firefighters Calendar