ივანკა ტრამპი თეთრ სახლში დასაქმდება. ის ანაზღაურების გარეშე დონალდ ტრამპის მრჩევლად იმუშავებს შენობის დასავლეთ ნაწილში, რომელიც თეთრი სახლის აღმასრულებელი ოფისის ნაწილია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

35 წლის ივანკა ტრამპი აცხადებს, რომ ის ამ საქმიანობაში ანაზღაურებას არ აიღებს და თავისი მამის ადმინისტრაციაში მუშაობით ეთიკის ნორმებს არ დაარღვევს, ამასთან ერთად, დაექვემდებარება ყველა იმ ნორმას, რასაც თეთრი სახლის ფედერალური თანამშრომლები ექვემდებარებიან.

ივანკა ტრამპის ქმარი, ჯარედ კუშნერი, ასევე პრეზიდენტ ტრამპის უფროსი მრჩეველია, ამ კვირიდან კი მის მოვალეობებს ამერიკული ინოვაციების ოფისის მართვაც დაემატა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის ახალი როლი და ძველი პრობლემები.

ფოტო: Getty