კარიერის განმავლობაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების განსახიერება მარტივი სულაც არაა. კონკრეტული როლისთვის ნებისმიერი მსახიობი თავისებურად ემზადება, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დამაჯერებელი პერსონაჟების შესაქმნელად მზად არიან, თავი არ დაზოგონ და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალონ.

ერთხელ უკვე გავიხსენეთ ისეთი მსახიობები, რომლებიც როლის უკეთ შესასრულებლად წარმოუდგენელ ხერხებს მიმართეს. თუმცა მსგავსი მსახიობების რაოდენობა იმაზე მეტი ყოფილა, ვიდრე გვეგონა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ კიდევ 10 შემთხვევას, როდესაც მსახიობები როლებში "მეტისმეტად შეიჭრნენ":

1. ქეით უინსლეტი ზღვისპირა კოტეჯში მარტოდმარტო ცხოვრობდა

ფოტო: Everett Collection

"იქაურობა იმდენად იზოლირებული, ცივი და ხმაურიანი იყო, რომ შტორმის დროს ტალღები სახლის ფანჯრებს ეხეთქებოდა და შუქი ქრებოდა. მე დავწვებოდი და ვფიქრობდი: 'ქეით, რას აკეთებ? უბრალოდ სხვებთან ერთად სასტუმროში წადი", — ასე იხსენებს ქეით უინსლეტი ფილმ Ammonite-ისთვის მზადებას.

2. ნიკოლას ქეიჯმა როლისთვის მოსამზადებლად რამდენიმე კბილი ანესთეზიის გარეშე ამოიღო

ეს ერთადერთი რამ არ იყო, რაც ნიკოლას ქეიჯმა ფილმ Birdy-ისთვის მოსამზადებლად გააკეთა. მსახიობი 4 კვირის განმავლობაში თავზე სახვევებით დადიოდა. ამ გზით მსახიობს უნდოდა ვიეტნამის ომის ვეტერანის გრძნობები უკეთ გაეგო.

3. ლედი გაგა 9 თვის განმავლობაში იტალიური აქცენტით საუბრობდა

ფოტო: Fabio Lovino / MGM

"ამაზე მუშაობა 3 წლის წინ დავიწყე და სრულიად გულწრფელად გეტყვით: წელიწადნახევარია როგორც რეჯიანი, ისე ვცხოვრობ", — განაცხადა გაგამ House of Gucci-ში პატრიცია რეჯიანის როლის შესრულებასთან დაკავშირებით.

4. ეშტონ კაჩერი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით საავადმყოფოში ორჯერ მოხვდა

ფოტო: Open Road Films

ფილმში Jobs სტივ ჯობსის როლის შესასრულებლად ეშტონმა ჯობსის კვების რეჟიმი გამოსცადა, რომელიც მხოლოდ ხილის ჭამას გულისხმობდა. ამის გამო ის კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით საავადმყოფოში ორჯერ მოხვდა.

5. მაიკლ ბი ჯორდანს თერაპიის კურსის გავლა დასჭირდა

ფოტო: Walt Disney

Black Panther-ში ერიკის როლის შესასრულებლად მაიკლმა მარტოობაში დიდი დრო გაატარა, რის გამოც მოგვიანებით თერაპიის კურსის გავლა დასჭირდა.

"მარტომ დიდი დრო გავატარე. ვიფიქრე, რომ ერიკი მთელი ბავშვობა ძალიან მარტოსული იყო. მას ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანი არ ჰყავდა, რომელთაც დაელაპარაკებოდა ვაკანდაზე — ადგილზე, რომელიც არ არსებობდა", — თქვა მაიკლმა.

6. ჯარედ ლეტომ Suicide Squad-ის მსახიობებს მკვდარი ღორი გაუგზავნა

ფოტო: Warner Bros

ჯარედ ლეტოს მიერ ჯოკერის როლის მორგებამ ფილმის სხვა მსახიობები, ალბათ, ნამდვილად არ გაახარა. მკვდარი ღორის ინციდენტი მედიას ვაიოლა დევისმა გაუმხილა. თავად ლეტომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინტერვიუებში დასახელებული საჩუქრების ნაწილი არ გაუგზავნია, მეორე ნაწილი კი მსახიობებს მხოლოდ გასართობად, უწყინარი ხუმრობის სახით უსახსოვრა.

7. რობერტ პატინსონი გულს ირევდა, თვრებოდა და ტალახს ლოკავდა

ფოტო: A24

The Lighthouse-ში რობერტ პატინსონის როლი ნამდვილად დასამახსოვრებელია. შუქურის შეშლილი მომვლელის როლის მოსარგებად რობერტ პატინსონს უკან არაფერზე დაუხევია.

8. The Revenant-ის გადაღებებზე ლეონარდო დიკაპრიოს მკვდარი ცხოველის ჩონჩხში ეძინა

ფოტო: 20th Century Fox

მსახიობმა გადაღებებზე ბიზონის უმი ხორციც შეჭამა.

9. გარი ოლდმანმა $20 000-ის ღირებულების სიგარები მოწია და ნიკოტინით მოიწამლა

ფოტო: Focus Features

Darkest Hour-ის გადაღებების დროს უინსტონ ჩერჩილის როლის მოსარგებად მსახიობი ჩერჩილის საყვარელ სიგარებს მიეძალა, რის გამოც ნიკოტინით მოიწამლა.

"ის უინსტონ ჩერჩილია. მისი წარმოდგენა სიგარის გარეშე წარმოუდგენელია!" — ასე გაამართლა საკუთარი გადაწაყვეტილება გარი ოდლმანმა.

10. უილ სმიტს Six Degrees of Separation-ში ერთად თამაშისას სტოკარდ ჩანინგი შეუყვარდა

ფოტო: MGM

უილ სმიტმა მემუარებში აღიარა, რომ ფილმზე მუშაობისას როლში იმდენად შეიჭრა, რომ კოლეგა შეუყვარდა მაშინ, როცა პირველ ცოლზე იყო დაქორწინებული.

ამავე თემაზე: