ამ ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მცირე ცერემონია გაიმართა, რომელიც აქტივისტი და ნობელის პრემიის მფლობელი მალალა იუსაფზაისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობის იყო: 24 წლის აქტივისტი დაქორწინდა.

ქალების განათლების კამპანიის წარმოშობით პაკისტანელმა აქტივისტმა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თავის პარტნიორ ასერ მალიკზე დაქორწინდა.

"დღეს ჩემს ცხოვრებაში ძვირფასი დღეა. მე და ასერი შევთანხმდით, რომ ცხოვრების ბოლომდე პარტნიორები ვიქნებით", — წერს მალალა.

მალალა 17 წლის იყო, როცა 2014 წელს ნობელის პრემია ინდოელი ბავშვების უფლებების დამცველ კაილაშ სატიართთან ერთად მიიღო. გასულ წელს იუსაფზაიმ დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიიღო.

მალალა იუსაფზაის თალიბებმა 2012 წელს თავში ესროლეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ის გადარჩა. "ჩვენი გაჩუმების ნაცვლად, მათ პაკისტანის ხმა გააძლიერეს" — წერდა ის თავის წიგნში.დღეს იუსაფზაი გაეროს წარმომადგენელია, რომელიც ცდილობს გოგოებს განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს.

ფოტო: Instagram

სოციალურ მედიაში მალალას დაქორწინება კლიმატის აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა, ბრიტანული Vogue-ის რედაქტორმა ედვარდ ენეფულმა და ათასობით სხვა ადამიანმა მიულოცა.