ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს 13 მოქალაქე საქართველოში უკვე დაბრუნდა. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ისინი წმინდა ადგილების მოსალოცად მიდიოდნენ, თუმცა ქვეყანაში მესაზღვრეებმა არ შეუშვეს.

ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტის მიზეზი "მოუწესრიგებელი საბუთები" გახდა:

"მესაზღვრეებმა, მათი კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის, უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეებს".

დეპორტირებულებს შორის არიან არასრულწლოვნები და საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახური. სასულიერო პირის თქმით, მათ ისრაელში "ქრისტიანულად მოექცნენ".