ვინ და როგორ მიიღებს ვაქცინის ბუსტერ დოზას
COVID 19-ის ბუსტერ ვაქცინა არის ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც კეთდება ვაქცინაციის სრული კურსის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რათა გააძლიეროს იმუნური დაცვა. როგორც წესი, ბუსტერი კეთდება მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი პირველადი ვაქცინაციის შემდგომ ბუნებრივად ქვეითდება. ბუსტერის მიზანია, უზუნველყოს იმუნიტეტის უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.
ბუსტერის გაკეთება საქართველოში უკვე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის 18 წელზე მეტი ასაკის. მთავარი მოთხოვნაა, მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვე იყოს გასული. გამონაკლისია 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.
რომელი ვაქცინით შეგვიძლია ბუსტერის გაკეთება
თავდაპირველად გეტყვით, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ როგორც სინოფარმითა და სინოვაკით, ისე ფაიზერითა და ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილებს. კერძოდ:
- ადამიანს, რომელი აცრილია სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს როგორც სინოფარმის და სინოვაკის, ასევე, ფაიზერი ვაქცინა;
- ადამიანს, რომელიც აცრილია ასტრაზენეკათი, ბუსტერ დოზის გაკეთება ფაიზერის ვაქცინით შეუძლიათ;
- ფაიზერით აცრილი ადამიანების შემთხვევაში რეკომენდებულია ბუსტერიც ფაიზერი იყოს.
ბუსტერის გაკეთება აქამდეც შეეძლოთ 60 და მეტი წლის ადამიანებს, თუმცა ამჯერად სიახლეა ის, რომ თუ ისინი აცრილები არიან სინოფარმით ან სინოვაკით, მეორე აცრის გაკეთება შეუძლიათ 3-დან 6 თვემდე ინტერვალში.
ჩანაცვლება
იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ გამგზავრებას ქვეყანაში, რომელსაც აღიარებული არ აქვს სინოფარმი და სინოვაკი, საზღვარზე კი ვაქცინის დადასტურებას ითხოვენ, უნდა ისარგებლოთ ჩანაცვლებით. განსხვავებით ბუსტერისგან, რომელსაც იკეთებთ ერთხელ, ჩანაცვლებისთვის ორჯერადად აცრაა საჭირო, რადგან უნდა შეხვიდეთ იმ ქვეყანაში, სადაც მათ მიერ აღიარებული ვაქცინით ორჯერ აცრას ითხოვენ. თუმცა არსებობს ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ბუსტერსაც აღიარებენ და სხვა ვაქცინით ხელახლა ორჯერ აცრა აღარ არის საჭირო.
Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში სინოფარმის ან სინოვაკის მეორე დოზით აცრიდან მინიმუმ 28 დღე უნდა იყოს გასული. აცრისთვის მათ მოგზაურობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი უნდა წარადგინონ.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აცრილია სინოფარმით ან სინოვაკით, გაიკეთა ბუსტერი და მიემგზავრება რომელიმე ქვეყანაში, სადაც ორი დოზით აცრას ითხოვენ? — ამ კითხვით On.ge-მ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მიმართა. მისი განმარტებით, ბევრი ქვეყანა ბუსტერსაც ცნობს, მაგრამ თუ აუცილებლად ორ დოზას ითხოვენ, მაშინ შესაძლებელია ბუსტერის შემდეგ კიდევ ერთი აცრაც გაიკეთონ.
"ჩვენთან უკვე არის დაახლოებით 300-მდე ადამიანი, რომელიც 4-ჯერ არის აცრილი. თქვენი ჯანმრთელობისთვის და ასევე, ბევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის ერთი (ანუ ბუსტერი) საკმარისია, მაგრამ თუ ითხოვენ, მაგალითად, ხშირად სტუდენტებს არ უშვებენ კამპუსში და აუცილებლად ორჯერ უნდა იყვნენ აცრილები, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ გაიკეთონ მეორეც 21-28 დღის შემდეგ", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
როგორ დავრეგისტრირდეთ ბუსტერზე
On.ge-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უთხრა, რომ ბუსტერისთვის წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის და შესაძლებელია მისი გაკეთება პირდაპირ ამცრელ დაწესებულებაში მისვლით. თუმცა თუ გირჩევნიათ წინასწარ, ონლაინ დარეგისტრირდეთ, ამისთვის უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე Booking.moh.gov.ge და აირჩიოთ შესაბამისი ვაქცინა. გაითვალისწინეთ, რომ ბუსტერზე ცალკე ფანჯარა არ არის და ყველა ეტაპი აცრის პირველ და მეორე დოზაზე რეგისტრაციის ანალოგიურია. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საიტზე ბუსტერზე რეგისტრაცია დასტურდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ჩატარებული აქვს ორივე აცრა და მეორე აცრიდან გასულია სულ მცირე 6 თვე. ხოლო ადამიანი 60 წელზე მეტი ასაკისაა და რეგისტრირდება სინოფარმის ან სინოვაკის ბუსტერზე, მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 3 თვე.
ამის შემდეგ საიტზე შეგყავთ პირადი მონაცემები. დააკვირდით ყურადღებით, რომ ყველაფერი სწორად იყოს მითითებული.
მომდევნო ეტაპი აცრის ჩატარების რეგიონის, რაიონისა და დაწესებულების არჩევაა. ამ ყველაფრის მითითების მერე კი, დააკლიკეთ შენახვას.
ამის შემდეგ უნდა აირჩიოთ შესაბამისი თარიღი და ვაქცინაციის დრო. გაითვალისწინეთ, რომ ბუსტერისთვის აცრის მეორე დოზიდან 6 თვე უნდა იყოს გასული, ჩანაცვლებისთვის კი, 28 დღე. ამაზე წინა თავში დეტალურად ვისაუბრეთ.
უკვე ბოლო ეტაპზე საიტი ამ ფანჯარას გაჩვენებთ. მითითებული უნდა იყოს აცრის დრო, ასევე, ადგილი და ჯავშნის კოდი. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მესიჯი უნდა მიიღოთ.
გახსოვდეთ, რომ ვაქცინა მნიშვნელოვანია და ის გვეხმარება როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების სიცოცხლის დაცვაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევით, რომელიც 2021 წლის 15 მარტიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში COVID-19-ით ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტურობა 89,41%-ია. გარდა ამისა, ორჯერადი ვაქცინაცია 93,35%-ით გვიცავს ჰოსპიტალიზაციისგან. გარდა ამისა, ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 98,96% არავაქცინირებული იყო. აცრილთა გარდაცვალების მაჩვენებელი 1,04%-ია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები