ასაკის მატებასთან ერთად სარა ჯესიკა პარკერის გარეგნობა ვიღაცებისთვის კრიტიკის საგანი გახდა, რასთანაც შეგუებას მსახიობი სულაც არ აპირებს.

Vogue-სთან ინტერვიუში პარკერი აღნიშნავს, რომ მან და სერიალის სექსი დიდ ქალაქში სხვა ყოფილმა მსახიობებმა უამრავი უარყოფითი შეფასება მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მათი ფიზიკური გარეგნობა დროსთან ერთად. ამ ეტაპზე გუნდი ახალ სერიალზე And Just Like That მუშაობს.

"ჩემსა და სხვა მსახიობი ქალების შესახებ ხშირად მოკრავთ ყურს ისეთ მიზოგინურ ლაქლაქს, რასაც კაცებზე ვერასდროს მოისმენთ. ჭაღარა თმა, ჭაღარა თმა, ჭაღარა, თმა... ნუთუ მას ჭაღარა თმა აქვს"? — ამბობს პარკერი მის მიმართ გამოთქმული უხეში კომენტარების შესახებ.

ფოტო: Getty Images

მსახიობი იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც, როცა ივლისში ბუნებრივი ჭაღარა თმით მეგობართან ერთად სასადილოდ წავიდა:

"ენდი კოენთან ერთად ვსადილობდი, რომლის თმაც ჭაღარაა და სხვებისთვის დახვეწილად ითვლება. რატომ არის მისი თმა საზოგადოებისთვის მისაღები? არც კი ვიცი, ამაზე რა გითხრათ", — დასძინა მსახიობმა.

პარკერის თქმით, მსგავს განხილვებს კიდევ უფრო შეუწყო ხელი სოციალურმა ქსელებმა:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანებს არ სურთ, საკუთარი თავებით კმაყოფილები ვიყოთ. თითქოს, მათ ის უფრო სიამოვნებთ, რომ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობით დავიტანჯოთ, თუნდაც იმის გამო, რომ ბუნებრივად დაბერება ავირჩიეთ, სრულყოფილები არ გვინდა ვიყოთ და იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენ გვაბედნიერებს", — ამბობს პარკერი.

"ვიცი, როგორც გამოვიყურები. სხვა არჩევანი არც მაქვს. და როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?" — დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ მალე საკულტო სერიალის სექსი დიდ ქალაქში გაგრძელება გამოვა: