კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონი ლარი შეადგინა. მათივე თქმით, ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი ტელეიმედმა მიიღო 5,9 მილიონი ლარის სახით. მათ უშუალო კონკურენტს, მთავარი არხს კი 3,1 მილიონით ნაკლები, 2,8 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა.

სხვა შემოსავლები ასე განაწილდა:

  • რუსთავი 2 — 2,4 მილიონი ლარი;
  • ტელეკომპანია პირველი — 1,9 ლარი;
  • პოსტივი — 1,7 მილიონი ლარი;
  • ფურმულა — 1,1 მილიონი ლარი;
  • სილქნეტი — 0,9 მილიონი ლარი;
  • ჯიდიეს თივი — 0,8 მილიონი ლარი;
  • საზოგადოებრივ მაუწყებელი — 0,6 მილიონი ლარი;
  • რ.ბ.ჯ-ის (პირველი გასართობი) — 0,2 მილიონი ლარი შეადგინა;
  • სხვა მაუწყებლები — 1,6 მილიონი ლარი,

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, კომუნიკაციების ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში რადიოების სარეკლამო შემოსავლები 4%-ით შემცირდა და 1,77 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლები ასე გადანაწილდა:

  • რადიო ჰოლდინგი ფორტუნა – 984,2 ათასი ლარი;
  • რადიო იმედი — 180,2 ათასი ლარი;
  • რადიოცენტრი პლუსი — 105,9 ათასი ლარი;
  • ჯორჯიან თაიმსი — 77,1 ათასი ლარი;
  • ქართული რადიო — 76 ათასი ლარი;
  • ჩვენი რადიო — 57,2 ათასი ლარი;
  • მდ ჯგუფი — 57 ათასი ლარი;
  • კომპანია მედიასტრიმი — 43,1 ათასი ლარი;
  • ჰერეთი — 31,6 ათასი ლარი;
  • ახალი რადიო — 21,5 ათასი ლარი;
  • სხვა რადიო მაუწყებლები — 135 ათასი ლარი.