იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სააკაშვილის გადაყვანისას არცერთი პროცედურა არ იყო დარღვეული
იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა, ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თითქმის ერთი საათი არ იცოდნენ, სად იყო მიხეილ სააკაშვილი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მათ შესაბამისი წესით აცნობეს.
"როდესაც ვინმე რაიმე პროცედურის დარღვევაზე საუბრობს, აბსოლუტურად არცერთი ნორმა არ იყო დარღვეული და როდესაც იგი იყო შესახლებული შესაბამის დაწესებულებაში, შესაბამისი წესით ეცნობა იმ პირებს, რომლებმაც უნდა მიიღონ შესაბამისი სახის ინფორმაცია", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, მისი თქმით, რადგან მათი "ოპონენტები ცდილობდნენ გარკვეულ ხელშეშლას" პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი უსაფრთხოდ გადაიყვანა. მან არ დააზუსტა დეტალები, ექსპრეზიდენტი თვითმფრინავით გადაიყვანეს თუ ბრონირებული მანქანით. ამავდროულად, მან გააკრიტიკა სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები და ისინი დესტრუქციულ ძალებად მოიხსენია.
"რომელ გატაცებაზეა საუბარი და საერთოდ როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავს დებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული. ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ეს დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას", — განაცხადა მან.
ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან მან უარი თქვა მკურნალობის არსებით ნაწილზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაცია იყო საჭირო. მისივე ინფორმაციით, გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, ამ საკითხის შესწავლას გენერალური ინსპექცია დაიწყებს და ექნებათ შესაბამისი რეაგირება.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები