5 მარტს FX-ის ეთერში რაიან მერფის ახალი სერიალის Feud: Bette and Joan პრემიერა შედგა, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარული მსახიობების ბეტ დეივისისა და ჯოან კროუფორდის ცხოვრებასა და მათ დაძაბულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს, შოუში მთავარ როლებს სუზან სარანდონი და ჯესიკა ლენგი ასრულებენ.

სერიალის შემქმნელმა რაიან მერფიმ ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ სერიალის მეორე სეზონი, რომლის პრემიერაც 2018 წელს შედგება, პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის შესახებ იქნება.

"შემდეგი სეზონი არ მინდოდა კვლავ ორი ქალი პერსონაჟის შუღლზე გამეკეთებინა. ამასთანავე, მგონია, რომ პრინცესა დაიანას ისტორია ძალიან საინტერესო და საიდუმლოებით მოცულია, ამიტომ ბევრი მასალა წავიკითხე, გავიცანი ხალხი ვინც მათი ამბების შესახებ იცოდა და მენდეთ, უამრავ საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელ დეტალს გაიგებთ სამეფო ოჯახისა ხალხის გულების პრინცესაზე", - ამბობს რაიან მერფი.

როგორც აღმოჩნდა, მერფიმ დაიანას როლზე უკვე აარჩია მსახიობი, არც მეტი, არც ნაკლები სარა პოლსონი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რაიანის ერთგული თანამშრომელია და მის ყველა პროექტშია დაკავებული.

სარა პოლსონი ცოტა ხნის წინ ყველაზე გავლენიანი სააგენტოს კლიენტი გახდა.

2018 წლის ზაფხულში მისი მონაწილეობით ოუშენის რვა მეგობარი გამოვა, სადაც პარტნიორობას ქეით ბლანშეტი, სანდრა ბალოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, მეთ დეიმონი და პოპ-ვარსკვლავი რიანა გაუწევენ.

ფილმში Lost Girls კი პოლსონი სერიული მკვლელის როლს შეასრულებს.

ის ასევე მონაწილეობას იღებს რაიან მერფის სერიალში შუღლი და ემზადება ორი სერიალის ახალ სეზონში მონაწილეობისთვის: ამერიკის საშინელებათა ისტორია და ამერიკის კრიმინალური ისტორია.