Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა ახალი ლაბორატორია შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი მედიკამენტების აღმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ლაბორატორიას Isomorphic Labs ერქმევა. ახალი ლაბორატორია იმედებს Google-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე, DeepMind-ზე ამყარებს. DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტი AlphaFold2 მოდელს იყენებს. ამ უკანასკნელს ცილების ახალი ფორმების წარმოუდგენელი სიზუსტით დადგენა შეუძლია.

"მე მოხარული ვარ გამცნოთ, რომ Alpahabet-მა შექმნა ახალი ლაბორატორია — Isomorphic Labs — კომერციული ვენჩურული კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი მედიკამენტების აღმოჩენის პროცესს დააჩქარებს და დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ სიცოცხლის ფუნდამენტური მექანიზმები" — თქვა ბლოგში დემის ჰასაბისმა, Isomophic Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა

ლაბორატორიის წარმომადგენლის თქმით, Isomorphic Labs და DeepMind ცალ-ცალკე კომპანიებად დარჩება, თუმცა ისინი ერთმანეთის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. შესაძლო Isomorphic Labs-მა საკუთარი წამლები არ აწარმოოს და შექმნილი ან აღმოჩენილი მოდელები უბრალოდ სხვა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიჰყიდოს.

Isomorphic Labs ერთადერთი კომპანია არ იქნება, რომელიც ახალი მედიკამენტების აღმოჩენისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. Nvidia უკვე მუშაობს AstraZeneca-სთან, Schrödinger-თან და ფლორიდის უნივერსიტეტთან, რათა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი მედიკამენტები შექმნან.

თავის ბლოგში დემის ჰასაბისი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ათწლეული განმავლობაში DeepMind მრავალმხრივ განვითარდა და ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების დონეზე აიყვანა. ჰასაბისის თქმით, დღეს ეს ტექნოლოგია უკვე იმდენად მძლავრია, რომ მისი გამოყენება მსოფლიო პრობლემების გადასაჭრელად და ახალი მეცნიერული აღმოჩენების გასაკეთებლადაც შეგვიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.