პრემიერმინისტრის თქმით, 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმი იქნება. ეს განცხადება ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდს შეადგენს და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. ასევე მინდა ვთქვა, რომ პირველად და ესეც იქნება ისტორიული მაქსიმუმი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით შეადგენს 5 500 დოლარს. პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადასცდება 5 500 დოლარს", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მიმდინარე ფასებში) ბოლო წლების განმავლობაში:
- 2017 წელი — 4 358 დოლარი;
- 2018 წელი — 4 722 დოლარი;
- 2019 წელი — 4 696 დოლარი;
- 2020 წელი — 4 274 დოლარი.
პრემიერმინისტრმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობის გათვლებით, წელს საქართველოში მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ღარიბაშვილს არ უხსენებია ე.წ. საბაზისო ეფექტი, რაც მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა, რაც გავლენას ახდენს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.
"წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. მთელს რეგიონში კი არა, არამედ ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემებით, 11,3% არის ეკონომიკური ზრდა. ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე ამ წელს გვექნება მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი მთარობას მეტი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მთავარი საზრუნავი მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები