ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. გაბუნიას თქმით, 9 000-მდე მობილიზებული საწოლიდან 6 916 უკვე დაკავებულია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უკვე არის 1 678 პირი, რეანიმაციაში — 395 პაციენტი.

"საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. ბოლო დღეებში შემთხვევათა რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება. საყურადღეობა ის გარემოება, რომ პრევენციული ზომებიდან გაუარესებულია ნიღბების გამოყენების მაჩვენებელი, 40% იყოს ბოლოს და ახლა ჩამოსულია 35%-ზე", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 348, ხოლო გარდაიცვალა — 74 ადამიანი.