პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო არ იქნება. ღარიბაშვილის განცხადებით, მათ მოქალაქეები ვაქცინაციის მნიშვნელობაში უნდა დაარწმუნონ.

"ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა განვუმარტოთ რომ ვაქცინაციაა არის გამოსავალი და აცრა გვიცავს სიკვდილისგან", — განაცხადა ღარიბაშვილმა.