როგორც ჩანს, დრაკო მალფოის გრიფინდორის სახლის შესახებ წარმოდგენა თანდათანობით ეცვლება და ყოფილ მტრებს უმეგობრდება. ცოტა ხნის წინ ტომ ფელტონმა ინსტაგრამზე ახალი ფოტო დადო. ფოტოში ტომთან ერთად ჯეიმს ფელპსი (ფრედ უისლი), ბონი რაიტი (ჯინი უისლი) და რუპერტ გრინტი (რონ უისლი) გვიღიმიან.

"დრაკოს საიდუმლოდ ყოველთვის უნდოდა, რომ წითური ყოფილიყო", — ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ტომმა ჰელოუინზე ჰარი პოტერის ფორმა მოირგო. გრიფინდორის ჰალსტუხთან ერთად არც ჰარის სათვალე და ელვის ფორმის ნაიარევი დაავიწყდა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს ჰარი პოტერის პირველ ფილმს — ფილოსოფიურ ქვას 20 წელი უსრულდება. რამდენიმე დღის წინ ფილმის რეჟისორმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით გადაიღებდა ახალ ფილმს ძველი სამეულის მონაწილეობით. რეჟისორ კრის კოლუმბუსის მიხედვით, ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის მიხედვით ფილმის გადაღებაზე ოცნებობს და თვლის, რომ დენიელ რედკლიფი (ჰარი პოტერი), ემა უოტსონი (ჰერმიონი) და რუპერტ გრინტი (რონ უისლი) ფილმის მოვლენებისთვის შესაფერის ასაკში არიან.

ვინ იცის, იქნებ რეჟისორის სიტყვები და ტომ ფელტონის ფოტოები ჩვენი საყვარელი გმირების მონაწილეობით რაიმე ახალ პროექტზე მიგვანიშნებდეს?!

ამავე თემაზე: