დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს, ომბუდსმენის მოადგილემ მოინახულა. გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ხოშტარია დასუსტებული ეჩვენა და მნიშვნელოვანია, მან ექიმებს სამედიცინო ჩარევის ნება დართოს.

"ჩემი შეხედვით, არასამედიცინო ადამიანის შეხედვით, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული მეჩვენა. ის პირიქით ცდილობდა გამხნევებას. ძალიან მკაცრი შიმშილობის ფორმაზეა ეტყობა, მხოლოდ და მხოლოდ წყალს იღებს და თავის მოთხოვნებში არის შეუვალი", — განაცხადა მან.

ხოშტარია მეხუთე დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

დღეს, 7 ნოემბერს პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს. ხოშტარია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და მას არ უთხოვია. მისივე თქმით, სუსტად არის, მაგრამ დრამატული არაფერი ხდება.

სასწრაფოს ექიმის განცხადებით, ხოშტარიამ მაგრამ გადასხმაზე უარი თქვა. მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება.