დროას ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობის მეხუთე დღეს შეუძლოდ გახდა და მასთან პარლამენტში სასწრაფო შევიდა. ექიმის განცხადებით, ის თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ გადასხმაზე უარი თქვა. მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება.

"შიმშილობის ფონზე განუვითარდა თავბრუსხვევა და სისუსტე. მეტი ჩივილი არ ჰქონდა. გადასხმაზე რეკომენდაცია გვქონდა, თუმცა უარს აცხადებს. ჰერმოდინამიკა სტაბილურია, სატურაცია ნორმალურია", — განაცხადა სასწრაფოს თანამშრომელმა.

ექიმის ინფორმაციით, ხოშტარია იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

ხოშტარიამ შიმშილობა 5 დღის წინ დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

ამავე თემაზე: