რუსთავის ციხესთან ხმაური იყო — არიან დაკავებულები
რუსთავის ციხესთან ხმაური და დაპირისპირება იყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი საპატრულო მანქანაში ჩასვა და ადგილიდან გაიყვანა.
როგორც On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით 2 პირია დაკავებული.
რუსთავის ციხესთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. იქ შეკრებილი მოქალაქეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა და თქვა, რომ არ დაიშლებიან, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებული აქცია თბილისში ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით შეცვალეს".
ამის საპასუხოდ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 6 ნოემბრიდან ნაციონალურ მოძრაობას, გარდა რუსთავისა, აქციები დაგეგმილი აქვს თბილისშიც. მათი მტკიცებით, ენმ აპირებს სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას. სუს, ასევე, ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა განიხილავს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. მათი თქმით, ეს ყველაფერი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იგეგმება.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.
ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები