სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის იმ კადრების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პატიმარმა თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებებისგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". პენიტენციურის თქმით, აღნიშნული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვეს.
როგორც 6 ნოემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა. ომბუდსმენი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.
ამასთან, ომბუდსმენი იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლის.
სახალხო დამცველმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა.
გარდა ამისა, დღეს ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც წერს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, რამდენიმე ბოთლი წვენი მიიღო, თუმცა მისი თქმით, დილიდან უარი თქვა არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალებისა და ვიტამინებზე. მისივე თქმით, არ იღებს არანაირ საკვებს.
აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე პატიმრის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.
პატიმრის უფლებებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც. მან განმარტა, რომ განცხადებები მოშიმშილე პატიმარზე დელიკატური უნდა იყოს, რათა მან შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებს არ მიმართოს.
სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს. ამ ეტაპზე სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები