მელიას თქმით, თბილისში გასამართი აქცია ძალაშია, თუმცა სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, გეგმები დროებით შეცვალეს
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისში გასამართი აქცია, რომელიც არჩევნების შედეგების გაპროტესტებას უკავშირდება, ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით შეცვალეს".
"თბილისში გასამართი აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ამ ყველაფერს იხილავს საზოგადოება. მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა ჩემთვის, მიუხედავად იმ უდიდესი სიყალბისა, რომლის დემონსტრირება მოახდინა ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს — ძალადობით წაიღო, მოიპარა არჩევნები და კიდევ ერთხელ მიიტაცა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველა საქმის კურსში ვართ, რომ ეს ასე არის და ამ ყველაფრისთვის ის პასუხს აგებს აუცილებლად უახლოეს პერიოდში და ამ ბრძოლაში ჩვენ ვრჩებით, მაგრამ მე მინდა, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის პარალელურად იყოს ცოცხალი", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
ნიკა მელიამ ხვალ, 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა. მისი თქმით, 17:00 საათზე შეიკრიბებიან, თუმცა არ დაიშლებიან, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, დამატებით გეგმებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს, რადგან არ სურს, რომ "ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გაუადვილოს". მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ მანამ, სანამ ის "კოლაფსში ჩავარდება".
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.
ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები