გორში კაცი დაჭრეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი ბიზნესმენია.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.