დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებში Covid-19-ით ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტურობა 89,41%-ია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობას NCDC-ის მიხედვით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცით სრულად ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა 93,35%-ია. მათ შორის:

  • ≥60 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია 92,29%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისაგან;
  • 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ეფექტურობა 94,64%-ია.

"ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულ 72 შემთხვევაში (მათგან მხოლოდ 4 პირი იყო <60 წელზე ასაკის. 2021 წლის 15 მარტი — 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, >18 წლის პოპულაციაში, რეგისტრირებულია SARS-CoV 2-ით 5 469 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ამ შემთხვევების 98,96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1,04% (57) — ვაქცინირებული", — ნათქვამია კვლევაში.

  • 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99,34%-ია;
  • ≥60 ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97,24%-ით იცავს სიკვდილისაგან.

გაიგე მეტი: