დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) კვლევის თანახმად, ორსულებში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ია, რაც 8,6%-ს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულებში კი ეს მაჩვენებელი დაბალია.

ფოტო: NCDC

NCDC-ის მიხედვით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ფოტო: NCDC

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შედა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ფოტო: NCD

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან 17 გარდაიცვალა და მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. ლეტალობის მაჩვენებელი 0,23%-ია.

  • 2020 წელს — 1 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი — 0,03%;
  • 2021 წელს — 16 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი — 0,4%.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს მოიცავს.

გაიგე მეტი: