მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ამჟამად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, ახალი კოლექციის კამპანიისთვის სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღო.

ვიდეოს რეჟისორი კოპენჰაგენში მცხოვრები ხელოვანი ილმაზ სენია, რომელსაც ბალენსიაგასთან აქამდეც უთანამშრომლია.

ახალი კამპანიის ვიდეო მოდის სახლის 2022 წლის გაზაფხულის კოლექციას ეძღვნება.

ვიდეომ, რომელსაც ფონად გასდევს ლინკოლნ მაიორგას მიერ შესრულებული ბეთჰოვენის Fur Elise, მალევე მოდის ბევრი მოყვარულის მოწონება დაიმსახურა.

მათ შორის დემნა გვასალიას ქართველი გულშემატკივრებისაც, რომლებმაც ვიდეოში ქართული ელემენტების დაჭერაც სცადეს: მაგალითად, სიმინდის ყანის პირას გაფენილი სარეცხი.