ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპატრიარქო ვაქცინაციის კამპანიაში იქნება ჩართული, წლის ბოლომდე დასახული მიზნის მიღწევა რთული იქნება და სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.

"თუ თქვენ მეკითხებით ასე, რომ მათ დადებითი პასუხი ჰქონოდათ პრეზიდენტის თხოვნაზე, ეს სერიოზულად გაზრდიდა ვაქცინირებულთა რიცხვს. დასახული გეგმისთვის მიღწევა, სამწუხაროდ, ალბათ, რთული იქნებოდა, საპატრიარქოც რომ ჩაერთოს კამპანიაში, მაშინაც ამ წლის ბოლოსთვის ვერ მოესწრება, რომ 2/3 იყოს აცრილი. ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მოიმატებდა და ახლა თუ არის 1/4, ნახევარს მაინც მიაღწევდა აცრილთა რაოდენობა", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.

უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.