ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას საპატრიარქოს მიმართ ეთანხმება.

"მე ძალიან მომეწონა ქალბატონი პრეზიდენტის, ქალბატონი სალომეს გუშინდელი გამოსვლა, თუ იქ ერთი-ორ მომენტს არ ჩავთვლით, რომელიც შეიძლება რომელიც შეიძლება სადავო იყოს, მაგალითად ფასიანი მკურნალობა აუცრელებისათვის. ეს ის არის, რაზეც ჩვენი ხელმძღვანელობა არ წავა, დიდი ალბათობით და შინაგანად, როგორც ექიმს, თუ არ იქნა ამის უკიდურესი აუცილებლობა, ეს მიმაჩნია გაუმართლებლად.

ყველაფერი დანარჩენი ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ძალიან თანმიმდევრული, ძალიან მკაფიოდ ფორმულირებული, როგორც მწვანე პასპორტის თემა, ისე საპატრიარქოს მიმართ მისი მიმართვა, მოთხოვნა. მთლიანად ვეთანხმები", — აცხადებს ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მოუწოდა, რომ ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკაფიო მითითება და მაგალითი მისცეს.