ცოტა ხნის წინ გამართული ცნობილი მოდის სახლის, გუჩის ჩვენება, ტრადიციულად, ვარსკვლავებით იყო დატვირთული. მაყურებელთა რიგებში მოკალათებულ და პოდიუმზე მოსიარულე ცნობილ ადამიანებს შორის საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მაინც მსახიობმა მაკოლეი კალკინმა მიიპყრო.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

მარტო სახლშის ვარსკვლავი დამსწრე საზოგადოების წინაშე ხასხასა პერანგსა და მოსაცმელში გამოწყობილი წარსდგა და პოდიუმი ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ლაღად გაიარა. გუჩის ჩვენებები ვარსკვლავების ნაკლებობას არასდროს უჩივის, თუმცა საზოგადოებისთვის მაკოლეის დანახვა მაინც მოულოდნელი იყო, რადგან მსახიობი საჯაროდ გამოჩენასა და აქტიურობას ერიდება.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

70-იანი წლების პრინტებითა და მკვეთრი სილუეტებით დატვირთულ ჩვენებაზე, ტრადიციულად, გუჩის სახედ ქცეული ვარსკვლავები — ჯარედ ლეტომ და ჯოდი ტერნერ-სმიტმაც გაიარეს.