ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც — იზა ჩირგაძე
"ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც", — ამბობს ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას. მისივე თქმით, დაკითხვაზე პოლიციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
"წამიყვანეს, ხომ იყო ყველანაირად მშვიდობა დამუქრების მხრივ, არანაირი ზეწოლა დაკითხვის დროს, ჩვეულებრივად იკითხეს, ვინმემ რამე ზეწოლა [ხომ არ განახორციელა] ან რამე საფრთხეში ხომ არ ხარო", — აღნიშნა მან.
ჩირგაძის თქმითვე, ტელეფონის გამორთვისა და Facebook-ის გაუქმების გადაწყევტილება იმიტომ მიიღო, რომ საზოგადოებისგან სალანძღავ შეტყობინებებს იღებდა. კომისიის წევრის განცხადებით, ერჩივნა, რომ მისი და მისი ოჯახისთვის ყველაფერი მშვიდ ვითარებაში დასრულებულიყო.
"საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ არ ამბობს, შეეშვან ყველას ლანძღვას, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს [...] რაც იყო, იყო ისე, დავტოვეთ ისე, ყველამ ყველაფერი იცის, არც ზედმეტს დავამატებ, არც მეტს დავამატებ. ყველამ ყველაფერი იცის, რა სიტუაციაა, რა მოხდა", — ამბობს ის.
გუშინ, 3 ნოემბერს იზა ჩირგაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არანაირი საფრთხის წინაშე არ ყოფილა. მისივე თქმით, მუქარას ადგილი არ ჰქონია და სოფელში ნათესავის დასახმარებლად იყო ჩასული.
პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
2 ნოემბერს, პრესკონფერენციის მეორე დღეს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ჩირგაძეს ვეღარ უკავშირდებოდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მაც, რომელმაც მისი უფლებების დაცვის მზაობა გამოთქვა, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. 3 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები