რეპერი ჯეი-ზი ცოტა ხნის წინ ინსტაგრამს შეუერთდა და მალევე ერთ მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ბიონსემ ინსტაგრამზე გამოიწერა.

თუმცა ფანების სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელდა და რეპერმა ინსტაგრამის პროფილი რამდენიმე საათში გააუქმა.

ბიონსეს ინსტაგრამზე 217 მილიონი გამომწერი ჰყავს, მაგრამ ქმრის გამოჩენამდე მას თავისი ანგარიშით აქამდე არავინ გამოუწერია. ამჟამად ისევ ნულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ბიონსეს ინსტაგრამზე ჰყავს გამოწერილი.

ფოტო: Instagram

ჯეი-ზიმ სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად, რომლებიც სოციალური მედიის გამოყენებისგან თავს იკავებდნენ და მერე შემოუერთდნენ, 1,7 მილიონი გამომწერი მალევე შეაგროვა.

ჯეი-ზის ერთადერთი პოსტი ნეტფლიქსის მომავალი ფილმის The Harder They Fall პოსტერი იყო, რომლის მუსიკაც მას ეკუთვნის და სულ რაღაც 11 საათში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა. მან ფილმის პრემიერიდან მოკლე ვიდეო დადო თავის სთორიში და ეს ბიონსემ გააზიარა, რომელიც მანამდე პლატფორმას მხოლოდ საკუთარი და ჯეი-ზის გლამურული ფოტოების განსათავსებლად იყენებდა.

Forbes-ის მიხედვით, 51 წლის ჯეი-ზი ჰიპ-ჰოპის პირველი შემსრულებელია, რომელიც მილიარდერი გახდა. ინსტაგრამი ბევრი გამომწერის მქონე ადამიანებს რეკლამის განთავსებისთვის ხშირად ფულს უხდის, თუმცა ჯეი-ზის პლატფორმა შემოსავლის წყაროდ, წესით, დიდად არ უნდა სჭირდებოდეს. როგორც ჩანს, მომღერალმა მისი პოპულარობა ახალი ფილმის The Harder They Fall ცნობადობის გასაზრდელად გამოიყენა, რადგან პოსტი მხოლოდ ამის შესახებ განათავსა, შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა.