ხელისუფლებამ ისევ დაარღვია აღებული ვალდებულებები — სტრატეგია აღმაშენებელი იუსტიციის საბჭოში 2 წევრის არჩევაზე
სტრატეგია აღმაშენებელი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარღვია სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
"ქართული ოცნება ახლა უკვე დაუფარავად ცდილობს საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო ხელისუფლება და იმ ფორმალური პროცედურების დარღვევასაც კი აღარ ერიდება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალედ განხილვასა და შერჩევას გულისხმობს", — ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, სადაც ხაზი გაესვა, რომ იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრი მაშინ აირჩიეს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, თან იმის ფონზე, როცა საბჭოს წევრების ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.
ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევაზე განცხადებები გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.
ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებულ მცდელობას შეინარჩუნოს გავლენები.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები