ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. დეკანოიძე ამბობს, რომ საქმეს სასამართლოში გააგრძელებენ. ამის შესახებ მან Facebook გვერდზე დაწერა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 ნოემბერს 201 უბანი გადაითვალა, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

გაიგე მეტი: