ჰაბლის ტელესკოპს საუკეთესო დღეები არ უდგას. ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმზე კიდევ ერთხელ გადართეს. ყველა სამეცნიერო ოპერაცია შეჩერდა. ჰაბლის სამეცნიერო ინსტრუმენტებს პრობლემა 23 ოქტომბერს შეექმნა. ჰაბლი ვერ ახერხებდა მათ სინქრონიზაციასა და და დედამიწიდან მიღებული მოთხოვნების დამუშავებას.

ჰაბლი კოსმოსში პირველად 1990 წელს გაუშვეს და ის მას შემდეგ გმირულად გვემსახურებოდა. როგორც ჩანს, ასაკოვან ტელესკოპს ნელ-ნელა გარკვეული პრობლემები ექნება. ის ჩვენი გალაქტიკის ხედებით 30 წლის განმავლობაში გვამარაგებდა.

მომდევნო დღეს მოწყობილობის დარესეტებამ მეცნიერებს სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცა, თუმცა ორი დღის შემდეგ ტელესკოპის ინსტრუმენტები ისევ გაითიშა და იგივე შეცდომა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

უსაფრთხოების მიზნით, ტელესკოპის ისევ უსაფრთხო რეჟიმზე გადაიყვანეს. ახლა მეცნიერები არკვევენ თუ რა იწვევს სინქრონიზაციის პრობლემას და ტელესკოპიდან მეტი ინფორმაციის შეგროვება სურთ.

NASA-ს თქმით, ამ ყველაფერს ერთი კვირა მაინც დასჭირდება. მიმდინარე წელს ჰაბლს სხვა მძიმე პრობლემაც აღმოაჩნდა, მაშინ ჯგუფს მისი გადაყვანა საბორტო სარეზერვო კომპიუტერეზე მოუწიათ. NASA-მ ივლისში განაცხადა, რომ ეს პრობლემა გასწორდა, თუმცა როგორც ჩანს, ჰაბლს ნელ-ნელ სულ უფრო მეტი პრობლემა უჩნდება.

ტელესკოპი ორბიტაზე უკვე 31-ე წელს ასრულებს. ის სერვისისთვის ასტრონომებმა რამდენჯერმე მოინახულეს. ბოლოს ასეთი სერვისი ტელესკოპმა 2009 წელს მიიღო.

მას შემდეგ ჰაბლთან ასტრონავტები აღარ მისულან, რადგან NASA-ს Space Shuttle ჩამოწერეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაბლთან ვეღარასდროს მივალთ. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც მას ექმნება, დისტანციურად სწორდება, თუმცა, შეიძლება ნებისმიერი მომდევნო ფატალური აღმოჩნდეს.