ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ 58 უბანი გადათვალა. მათი ინფორმაციით, 44 უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო, 14-ზე მონაცემები მხოლოდ მცირედით შეიცვალა. კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობას დააკლდა 6 და დაემატა 3, ქართულ ოცნებას კი დააკლდა 5 და დაემატა 39 ხმა. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის, ცეკოს ცნობით, მას 34 ხმა დააკლდა.

ცესკოს მტკიცებით, გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ, საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია გავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

როგორც ცესკოში აცხადებენ, გადათვლილი უბნებიდან ცესკოს მიმართვის საფუძველზე საოლქო კომისიებმა მონაცემები — 52 უბანზე, ხოლო ლოტოტრონის მეშვეობით 2-2 უბანზე გადაითვალეს. მათივე ცნობით, 58 უნიდან 6 კომისიების ინიციატივითაა გადათვლილი.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ

გაიგე მეტი: