ტაივანელი ჩანგ ჰსუ ერთ-ერთია იმ უამრავ მასწავლებელთაგან, რომლებიც მოსწავლეებს გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში უტარებენ. მიუხედავად ამისა, ჩანგ ჰსუ სხვებისგან ნამდვილად გამოირჩევა — მათემატიკის მასწავლებელი გაკვეთილებს PornHub-ზე ატარებს.

მასწავლებელს, რომელიც ცნობილ პორნოგრაფიულ საიტზე changhsumath666-ის სახელითაა დარეგისტრირებული, 7 ათასამდე გამომწერი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვიდეოში მწვანე დაფის წინ ჩაცმული დგას.

ფოტო: PornHub

მისი თქმით, პლატფორმაზე სამიზნე აუდიტორიის — ძირითადად, კოლეჯების სტუდენტების საპოვნელად დარეგისტრირდა.

"ჩემს თავს ვკითხე, სად მეპოვა სამიზნე აუდიტორია, მაგალითად, კოლეჯის სტუდენტი ბიჭები და პასუხი მაშინვე ნათელი იყო: ზრდასრულთა გასართობი ვიდეოების პლატფორმები", — ამბობს ჩანგ ჰსუ.

ჩანგ ჰსუ 15 წელია მათემატიკას ასწავლის. მან პლატფორმაზე უფასო ვიდეოების განთავსება გასული წლის მაისში დაიწყო. მისი ვიდეოებით ბევრი დაინტერესდა და ფასიანი კურსებიც შეიძინეს. დღეს ჩანგს 200-ზე მეტი ვიდეო უდევს, რომელთა საერთო ნახვათა რაოდენობა 2 მილიონამდეა.

მასწავლებლის თქმით, მარკეტინგულმა ხრიკმა გაამართლა და ამ გზით წელიწადში $200 ათასზე მეტს გამოიმუშავებს.