ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა.

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას,რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად", — აღნიშნულია განცხადებაში.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.

ამავე თემაზე: