რამდენიმე წლის წინ გერმანულის სწავლა რომ დავიწყე და პირველივე ლექციაზე მითხრეს, "უკაცრავად" "Entschuldigung" არისო, კარისკენ გამექცა თვალი. მას შემდეგ კარისკენ თვალის გაქცევის სიხშირემ კი იკლო, თუმცა, გერმანულის სწავლა რომ რთულთან ერთად წარმოუდგენლად სახალისოცაა, ამაში მალევე დავრწმუნდი.

100 მილიონამდე ადამიანისათვის გერმანული მშობლიური ენა, დაახლოებით, ასევე 100 მილიონი კი მას უცხო ენად სწავლობს. მიზეზი ალბათ ისაა, რომ გერმანია სწავლისა და დასაქმების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა. თუკი თქვენც გერმანული ენის შემსწავლელთა რიგებში ხართ და ახლა არტიკლებმა ეგზისტენციალურ კითხვებზე ჩაგაფიქრათ, ამ სტატიაში წარმოდგენილი სახალისო და დაუჯერებელი მნიშვნელობის სიტყვები ცოტათი მაინც გაგახალისებთ და მოტივაციას აგიმაღლებთ. ხოლო მათ, ვისაც გერმანულის სწავლა ჯერ ისევ არ გადაგიწყვეტიათ, ეს 10 სიტყვა ნამდვილად გაფიქრებინებთ, რომ დროს კარგავთ.

1. Verschlimmbessern

ფოტო: Tenor

როცა საქმის გაუმჯობესების მცდელობაში მას გააუარესებ.

2. Schadenfreude

ფოტო: Tenor

სხვისი უიღბლობით მიღებული კმაყოფილების შეგრძნება.

3. Pantoffelheld

ფოტო: Tenor

კაცი, რომელიც სხვების დასანახავად შეუვალ ადამიანად იქცევა, მაგრამ თავისი შეყვარებულის/პარტნიორის წინააღმდეგ ვერ მიდის.

4. Sturmfrei

ფოტო: Tenor

როცა მშობლები წასულები არიან და მთელი სახლი შენს განკარგულებაშია.

5. Backpfeifengesicht

ფოტო: Tenor

სახე, რომელიც გალაწუნებას "ითხოვს".

6. Zugzwang

ფოტო: Tenor

როცა იძულებული ხარ, გადაწყვეტილება მიიღო.

7. Fernweh

ფოტო: Tenor

შორეული ადგილის მონახულების დაუოკებელი სურვილი. სხვათა შორის, გერმანულში ასევე არის სიტყვა Wanderlust, რაც მოგზაურობის ძლიერ სურვილს ნიშნავს.

8. Fremdschämen

ფოტო: Tenor

"შენ მაგივრად მე მრცხვენია" — სირცხვილი სხვისი საქციელის გამო.

9. Torschlusspanik

ფოტო: Tenor

სიტყვასიტყვით "კარიბჭის დაკეტვის პანიკა" — როცა პანიკა გიპყრობს იმის გამო, რომ გგონია, რაღაცას ვერ (მო)ასწრებ.

10. Lebensabschnittspartner

ფოტო: Tenor

სიტყვასიტყვით "დღევანდელი პარტნიორი" — დროებითი შეყვარებული.

ბონუსი: Schnappsidee

ფოტო: Tenor

იდეა, რომელიც მთვრალს მოგივიდა თავში აზრად, მაგრამ, დარწმუნებული ხარ, რომ გამოფხიზლდები, მის გაკეთებას ინანებ.